აჭარის უმაღლეს საბჭოსთან პოლიციამ 7 პირი დააკავა
ბათუმში უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქციაზე 7 პირი დააკავეს.
როგორც „ქრონიკა+“-სთან ორგანიზაცია „ალტერნატივის“ წევრი მზია ბერიძე აცხადებს, პოლიციამ ისინი გაუფრთხილებლად დააკავა:
„ჩვენი ორგანიზაციის 7 წევრი დააკავეს ღობეზე გადაძრომისთვის, რადგან სტიკერები უნდა გაეკრათ, სხვას არაფერს აშავებდნენ“.
ხვიჩა მამულაძე