აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან (სადაც სხდომა მიმდინარეობს) ამ წუთებში ოპოზიციის მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. 

აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლეს საბჭოსთან სიმბოლურად ნაგვის ურნები მიიტანეს.

„ურნები მათი სიმბოლოა, რადგან ეს დეპუტატები სანაგვეზე არიან გასაშვებები. მათ გააყალბეს არჩევნები და ჩვენ არ შევეგუებით ამას“, – აცხადებს აქციის მონაწილე ხათუნა ბერიძე.

აქციის მონაწილეებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სტიკერები გააკრეს: „ხმების ქურდები“. ადგილზე  მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

ხვიჩა მამულაძე