აჭარის რეგიონში COVID-19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის მონაცემებით აჭარაში COVID-19-ით სამი ადამიანი გარდაიცვალა. 

 ამ დროისთვის კლინიკებში 180 პირი იმყოფება, აქედან 53 პაციენტი რეანიმაციაშია, 13 მართვით სუნთქვაზე, 35 კი სიპაპით (ხელოვნური სუნთქვის აპარატი) სარგებლობს.

12 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში COVID-19-ის 333 ახალი შემთხვევა დადასტურდა; გამოჯანმრთელდა 556 პაციენტი,

კოვიდ სასტუმროში  1534 ადამიანი იმყოფება, ონლაინ კლინიკაში კი -3100 ადამიანი.

ხვიჩა მამულაძე