აჭარაში COVID-19-ის 483 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში COVID-19-ის 483 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
გამოჯანმრთელდა 515 პაციენტი.
საერთო ჯამში, რეგიონში დღემდე გამოჯანმრთელებულია 21 178 პაციენტი.
კლინიკა დატოვა და ბინაზე გაეწერა 113- პირი.
ბათუმის კოვიდკლინიკებში 1025 მოქალაქე მკურნალობს, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 44 პაციენტი;
კოვიდსასტუმროში – 1749;
ონლაინკლინიკაში – 3183-მდე პირი იმყოფება.
ხვიჩა მამულაძე