აჭარაში COVID-19-ით 3 პაციენტი გარდაიცვალა
აჭარის რეგიონში დღეს COVID-19-ის 68 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 30 პაციენტი, სულ კი აჭარის რეგიონში კოვიდკლინიკებში 479 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით გამოჯანმრთელდა 284 პირი.
დღემდე აჭარაში ვირუსისგან განიკურნა 30 691 ადამიანი.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 28 დეკემბრის მონაცემებით, ონლაინკლინიკებში 1410 პაციენტი მკურნალობს, 497 პირი კი კოვიდსასტუმროში იმყოფება.
ხვიჩა მამულაძე