აჭარაში COVID-19-ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
აჭარაში COVID-19-ის 107 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა სულ 122 პაციენტი.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID-19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა.
დღევანდელი მონაცემებით, აჭარის რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე) 11 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით კლინიკაში მკურნალობს 357 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 281 და სახლში – 742 ადამიანი.
აჭარაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით სულ 32 600 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ხვიჩა მამულაძე