ანი წითლიძე: „მიშა მალე თავისუფალი იქნება“
საქართველოში ქალ პოლიტიკოსებს რომ უფრო თავგამოდებით შეუძლიათ ბრძოლა, ეს ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმაც გვაჩვენა. პარლამენტის წევრი ანი წითლიძე, რომელიც სულ რაღაც 40 კილოგრამს იწონის სამეგრელოს სამხრეო პოლიციას ლამის მარტო ებრძვის. საკმარისია ზუგდიდში გამოჩნდეს, რომ ეგრევე სამართალდამცავების მობილიზება იწყება.
რატომ მიაჩნია სააკაშვილის განთავისუფლება საქართველოს განთავისუფლებად, რატომ მიდიოდა გლდანის ციხესთან მარტო, ვინ დაესხა ზუგდიდის საკრებულოში მოშიმშილე ადამიანებს თავს, რატომ ვერ გამოყოფს ირაკლი კობახიძე თავს გარეთ? _ ამის შესახებ ანი წითლიძე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება.
_ ანი, სულ რაღაც 40 კილოგრამი ხართ და გამუდმებით ჩხუბსა და ჭიდაობაში გიწევთ ყოფნა. ზუგდიდის საკრებულოში მოშიმშილეების დასაცავად ლამის ხელჩართული ბრძოლა გაუმართეთ ჯანიან პოლიციელებს, საიდან მოგდით ამხელა ძალა?
_ ჩხუბის გარდა გლდანის ციხესთანაც მიწევდა ღამ-ღამობით მისვლა. ხელისუფლება სულ იმას გაიძახოდა, რომ ციხესთან რაღაც უბედურების მოწყობას ვაპირებდით, მეშინოდა რამე პროვოკაცია არ მოეწყოთ და ვმორიგეობდი. ძირითადად მარტო მივდიოდი, ჩემთვის ვიდექი და ასე ვამხნევებდი პრეზიდენტს. მჯერა რომ ის ჩემს მხარდაჭერას გრძნობდა.
რაც შეეხება იმას თუ საიდან მოდის ეს ძალა. მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, სულ ბრძოლაში ვარ. ასე რომ შეხლა-შემოხლა და ჩხუბები ჩემთვის ახალი არ არის. ახლა ისეთი მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ აღარ ფიქრობ შეგიძლია თუ არა ფიზიკურად რამის გაკეთება. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ვამბობ, ახლა ქვეყნის თავისუფლებას ემუქრება საფრთხე. როცა მესამე პრეზიდენტს გიკლავენ და დამოუკიდებლობას ართმევენ ქვეყანას იძულებული ხარ იბრძოლო, პირადი კარგა ხანია აღარ მახსოვს. მთელი ეს პერიოდი დედა მყავდა ცუდად, იმდენიც ვერ მოვახერხე რომ მივსულიყავი და მენახა.
გასულ კვირას მიშა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, იქ ბევრად უკეთ იქნება, მაგრამ ამით ბრძოლა არ დამთავრებულა. პირიქით, ყველაფერი ახლა იწყება, ჩვენ ხომ იმისთვის ვიბრძვით რომ ეს ქვეყანა შევინარჩუნოთ, თუ გავჩერდით ხვალ სახელმწიფოებრიობა უბრალოდ აღარ გვექნება. ეს საფრთხე მაძლევს ენერგიას.
_ ზუგდიდში ასე რატომ ეშინია თქვენი სამხრეო ადმინისტრაციას. თქვენი იქ ჩასვლა და პოლიციის მობილიზება ერთია.
_ ეს მათ უნდა ვკითხოთ, მე მათი მობილიზება ვერ შემაჩერებს, ტრაგიკული ამ ამბავში ისაა, თუ რისთვის აცდენენ პოლიციას. ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენური ვითარებაა და ჯობია სამართალდამცავებმა კრიმინალებს სდიონ. ამ დროს მთელი სამხარეო პოლიცია დამდევს მე. როგორც კი ზუგდიდში ჩავდივარ, ხან გუბერნიის შენობას არტყამენ ალყას,. ხან გამგეობას და ხან მერიას. ერთი შეხედვით ეს სასაცილოა, მაგრამ სინამდვილეში სატირალია, არ შეიძლება პოლიცია ასეთი პოლიტიზირებული იყოს.
_ პოლიციას პოლიტიზირებულობას კიდევ აიტანდა კაცი, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავი იყო. ზუგდიდის საკრებულოს შენობაში მოშიმშილეები როგორ დაარბიეს. მოშიმშილეების დარბბევას ყველგან ერიდებიან.
_ როგორც უკვე გითხარით 9 წელია, რაც „ქართულ ოცნებასთან“ ომში ვარ და ვიცი, რომ ყველაფრიოს მკადრებლები არიან. ამის მიუხედავად ვერ წარმოვიდგენდი რომ ისინი მოშიმშილეებზე ხელს აღმართავდნენ, გაოგნებული დავრჩი, როდესაც ეს გააკეთეს. ამის შემდეგ საუბარი მქონდა ადგილობრივ ქოცებთან. ვუთხარი, თქვენთვის ასეთი მნიშვნელოვანი თუ იყო ბიუჯეტის მიღება, სხდომას სხვაგან ჩავატარებდი და მოშიმშილეებს დარბაზიდან ზალით არ გავათრევინებდითქო. ამის გაკეთება არის სირცხვილი, ეს „ქართულ ოცნებასაც“ კი არ ეკადრება. ზუგდიდი არაა დიდი ქალაქი, აქ ყველა ერთმანეთს იცნპობს, რანაირად შეიძლება სამი დღის ნაშიმშილარ ადამიანზე ხელი აღმართო. ხვალ ამ ადამიანებთან ერთად ერთ ქალაქში როგორ უნდა იცხოვრონ. პოლიციის მოსვლამდე სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა. მოშიმშილეები ცუდად გამიხდნენ.
_ ეს იცოდნენ და მაინც დაარბიეს?
_ იცოდნენ, თან იმ დღეს ორჯერ დამჭირდა სასწრაფოს გამოზახება, ჯერ დილით და მერე დარბევამდე ცოტა ხნით ადრე. ამას „ოცნებისთვის“ ხელი არ შეუშლია იმაში აგეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს.
_ სადაც ნაშიმშილარი მესამე პრეზიდენტი ათრიეს, იქ რა გასაკვირია რომ საკრებულოს მოშიმშილე წევრები ეთრიათ.
_ მოშიმშილეების თრევას არანაირი გამართლება არ აქვს. მიშას კადრები საერთოდ საოცრება იყო. ვერავონ ვერ ვხსნით რას ემსახურებოდა ამ კადრების გავრცელება. რა ჰგონიათ რომ ამით მიშას მიაყენეს შეურაცხყოფა? ამით შეურაცხყოფა მიაყენეს სახელმწიფოს. შურაცხყოფა მიაყენეს ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს.
_ „ქართული ოცნების“ მომხრეები ამის გამო თავს შეურაცხყოფილად სულაც არ გრძნობენ.
_ არადა ხელისუფლებამ მათაც მიიაყენა შეურაცხყოფა. მე არ ვარ სალომე ზურაბიშვილის ამომრჩეველი და არც გიორგი მარგველაშვილისთვის დამიჭერია მხარი, მაგრამ რომ ვნახო რომელიმე მათგანი მიშას მდგომარეობაში აღმოჩენდა, ამის გასაპროტესტებლად აუცილებლად გავალ ქუჩაში. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ სახელმწიფო ინმსტიტუტების პატივისცემას. მიშასთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს საერთოპდ არაფერში არ ჯდება. ადამიანი აწამეს 50 დღე და საკუთარ სასამართლოზე მისვლის უფლებაც კი არ მისცეს.
_ ასეთი რამე ჩრდილოეთ კორეაშიც კი არ ხდება, პატიმრები იქ სასამართლოზე მიჰყავთ.
_ მიშა არ მიიყვანეს. რაზე უნდა ვილაპარაკოთ, როდესაც ადამიანს საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრების უფლებას არ აძლევენ. ეს ყველაფერი დიდხანს აღარ გაგრძელდება, მალე ყველაფერი მორჩება.
_მორჩებაში რას გულისხმობთ?
_ ქართველი ხალხის გამარჯვებას. ქართველი ხალხი რომ გაიმარჯვებს, ამაში ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი.
_ ქართველი ხალხის გამარჯვებაში რას გულისხმობთ, მიშას კლინიკაში გადაყვანა ნამდვილად არაა გამარჯვება?
_ გამარჯვებაში მიშას განთავისუფლებას ვგულისხმობ. მე მგერა რომ მიშა მალე განტავისუფლდება.
_ მიშას განთავისუფლება ქართველი ხალხის გამარჯვებად მიგაჩნიათ?
_ რა თქმა უნდა. სააკაშვილის თავისუფლება ნიშნავს ამ ქვეყნის გამარჯვებას და თავისუფლებას. მიშა და საქართველო ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ ცალ-ცალკე არ არსებობს.
_ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან ბევრი უცნაური რამეები მოვისმინეთ,. ამ უცნაურობებში ირაკლი კობახიძე ლიდერობს. ჯერ ამბობდა კლინიკაში იმიტომ არ გადაგვყავსო, რომ იქედან თავის მოხრეები მოიტაცებენო. მერე თქვა არ საჭიროებდა გადაყვანას, მაგრამ ჰუმანურები ვართ და გადავიყვანეთო.
_ გულწრფელად რომ გითხრათ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებების კომენტირება ძალიან მიჭირს, საშინლად არაადეკვატურები არიან. არაადეკვატურს როცა ვამბობ ნარტო პოლიტიკურს არ ვგულისხმობ, მათი ქმედებები და განცხადებები ადამიანური ჩარჩოებშიც კი აღარ ჯდება. ყველანაირი მორალური ზღვარიო გადალახეს. გახვრიტეს ყველა ფსკერი. ყველაფერი იკადრეს თუ რამის კადრება შეიძლებოდა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ასე იქცეოდნენ. მაგრამ ბოლო დროს საშინელებებს აკეთებენ. ახლა რაც არჩევნებზე გააკეთეს მსგავსი არ მიინახავს. ზუგდიდის მაგალითზე გეტყვით, რომ ხელისუფლება იდგა კანონიერ ქირდებზე, კანონიერი ქურდები ატარებდნენ არჩევნებს. ეს ქურდები ადამიანებს პირადობის მოწმობებს ართმევდნენ. ამაში ჩართული იყო მთელი ხელისუფლება. ამის მერე ამათზე სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო.
ორაკლი კობახიძეზე ხომ საერთოდ არ მინდა ლაპარაკი, სიმართლე თუ გინდათ, ეს ადამიანი ძალიან მეცოდება. ყველა ის განცხადება რაც მან გააკეთა ისტორიას დარჩება. ამის მოსმენის თავადაც შერცხვება და მის შვილებს და შვილიშვილებსაც.
_ შვილებს და შვილიშვილებს შეიძლება შერცხვეთ, მაგრამ თავად კობახიძეს შერცხვება?
_ შერცხვება. ამ განცხადებებს ვერავიონ ვერ დაივიწყებს, პირველ; რიგში თავად კობახიძე ვერ წაშლის მეხსიერებოდან. გულწრფელად გეტყვით მიკვირს მისგან ასეთუი რამეები რომ მესმის.
_ რატომ გიკვირთ?
_ კობახიძე არის კონსტიტუციონალისტი. უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა და ნორმალური ადამიანი იყო.
_ იქ მართლა სხვა კობახიძე იყო, სტუდენტები გიჟდებოდნენ მაგაზე.
_ იმიტომ რომ ადამიანურად იქცეოდა. ის თვითმართველობის ექსპერტი იყო და ამ თემაზე მასთან მისაუბრია. ძალიან ნორმალური ადამიანის შთაბეჭდიოლებას ტოვებდა. ახლა სულ სხვა ადამიანს ვუყურებ. ეს იმის ბრალია რომ ადამიანი თავისუფალი არაა. გავა დრო და ძალიან შერცხვება თავის განცხადებების გამო. ამ განცხადებების გამო გარეთაც კი ვერ გამოყოფს ცხვირს. იმას არ ვამბობ რომ ვინმე თავს დაესხმება, უბრალოდ თავად ვეღარ გაბედავს გარეთ თავისუფლად სიარულს., ადამიანებისთვის თვალებში ჩახედვის შერცხვება. როცა თავისუფალი არ ხარ, იქ სხვისი აზრების გახმოვანება გიწევს. ასეთი ადამიანები სახელმწიფოს ვერ ააშენებენ. საქართველო მაინც გახდება დასავლური ტიპის ქვეყანა ჩვენ მიშასთან ერთად ავაშენებთ დემოკრატიულ სახელმწიფოს ძალიან მალე მიშა თავისუფალი იქნება.
შორენა მარსაგიშვილი