ანდრია სარია: “ჩვენ გარანტიას არ გაძლევთ, რომ არ მოკვდებით, გარანტიას არ გაძლევთ, რომ არ დაინფიცირდებით”

რატომ არ ემორჩილება ქართული ეკლესია სახელმწიფოს  მიერ  გაცემულ უსაფრთოების წესებს? რა ხდება საქართველოს ეკლესიაში და რამდენად გვაქვს გარანტია იმისა, რომ ტაძრებში ადამიანები COVID19ით არ დაინფიცირებ?

ქრონიკა+”ის კითხვებს  მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ უპასუხა:

მამა ანდრია, ფაქტია, რომ მსოფლიოსა და ქვეყანაში ძალიან კრიტიკული სიტუაცია ადამიანები  დიდი საფრთხის წინაშე არიანხელისუფლებისგან   კონკრეტული უსაფრთხოების წესების  დაცვის ვალდებულება გვაქ, საქართველოს ეკლესია კი ამბობს, რომ არ აპირებს ლიტურგიების ჩატარებას მრევლის გარეშეთქვენ როგორ აფასებთ მიმდინარე პროცესებს?

– პირველ რიგში, ასე ვიტყოდი: ღმერთი ჩვენი ხელების გარდა, უხეშად რომ ვთქვათ, სხვა ხელებს არ ფლობს, რადგან სწორედ ადამიანები იქცევიან  ბოროტ ან კეთილ  იარაღად   ან ეშმაკის ხელში, ან – ღვთის ხელში. ეპისკოპოსებსა და სამღვდელოებას ახლა აქვთ არჩევანი, თავიანთი განცხადებებით ვისი ხელები იქნებიან.  სასულიერო  პირებს არ გვაქვს იმის უფლება, ასე ხელაღებით,  როგორც ვირუსოლოგებმა, ვისაუბროთ ვირუსზე, რადგან ჩვენ არ გვაქვს ამის გამოცდილება. მე მახსენდება  წმინდა პახუმი დიდის ცხოვრება, რომელიც უდიდესი წმინდანი იყო იმ პერიოდში.  წმინდა პახუმი და მისი  135 ბერი ზღვის ავადმყოფობის ვირუსით დაინფიცირდნენ  და მოკვდნენ. ეს უმნიშვნელოვანესია.  კიდევ ერთი ფაქტი, რაზედაც ხშირად  ხაზს ვუსვამ და ეს  ერთგვარი ახალი ფაქტია, რომელიც ამ პერიოდსაც მიესადაგება. უნდა ვთქვათ,  რომ ადამიანები პირდაპირ ექვემდებარებიან ვირუსის  მეშვეობით სიკვდილს  და სასულიერო  პირებმა სწორედ ეს ფაქტები უნდა გაითვალისწინონ.  ნიკიფორა გრიგორა  ეკლესიის  ისტორიის აღმწერი იყო და  როდესაც იგი პანდემიებზე საუბრობს, ამბობს:  სახლებში ყველა მცხოვრები  ერთდროულად იღუპებოდა და  მონასტრებმა, იმ პერიოდისთვის, სპეციალური ლაზარეთი შექმნეს. თავად სიტყვა ლაზარეთი პანდემიის პარალელურად   შეიქმნა სამონასტრო კომპლექსებთან, სადაც ათავსებდნენ  დავირუსებულ ადამიანებს და მათ ეკლესიისგან  მიჯნავდნენ, რომ სიახლოვე არ ჰქონოდათ. ასევე 1347 წელს შავი ჭირის დროს ყველა, მღვდელი და მრევლი, ფიქრობდა, რომ 232 სხვადასხვა სახის ვირუსი იყო გავრცელებული, რომ ეს იყო სამყაროს აღსასრული. ისინი ციტირებდნენ  აპოკალიფსს და წმინდა მამათა ნაშრომებს. იმ პერიოდისთვის ფიქრობდნენ, რომ ახლა მხოლოდ ღმერთი გვიშველისო და ააშენეს  წმ. სებასტიანის ტაძარი, ეპისკოპოსმა აკურთხა წყალი, რომ ამით განეკურნა ეპიდემია, მაგრამ თვითონ დაინფიცირდა და მოკვდა. მღვდლები, რომლებიც  იბრძოდნენ და  აღსარებას  თვითონაც იბარებდნენ, დაინფიცირდნენ  და ბევრი  მათგანი გარდაიცვალა. ეს ძალიან საინტერესო მომენტია, რადგან  კონსტანტინოპოლის კათედრები მთლიანად მოიშალა  მაშინ, უამრავი მონაზონი და სასულიერო პირი გარდაიცვალა. სწორედ ეს ფაქტები უნდა გაითვალისწინონ სასულიერო პირებმა და მღვდელმთავრებმა და მრევლს პირდაპირ უთხრან, რომ თქვენ თუ მოხვალთ ტაძრებში,  ჩვენ გარანტიას არ გაძლევთ, რომ არ მოკვდებით, გარანტიას არ გაძლევთ, რომ არ დაინფიცირდებით. ეს უფრო მართებული იქნება, რომ რეალური  საფრთხე, შიში დავანახოთ ადამიანებს, იმ გაგებთ შიშით, რომ სიკვდილი გარდაუვალი იქნება.  ღმერთმა ნუ ქნას და თუ  90%  დაინფიცირდა,  ამ შემთხვევაში ჰოსპიტალები  და ექიმები ამ პანდემიას ვერ გაუძლებენ. ზუსტად ამ ყველაფრის არიდების მიზნით, უმჯობესია, დავრჩეთ სახლში. შეუქცევად პროცესებზე ყველაზე  მეტად სასულიერო პირებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმ ურთიერთგამომრიცხავი პოზიციებისა, რომელიც ახლა, ამ მძიმე წუთებში, აქვს სასულიერო პირებს   და საპატრიარქოს?

– ჩვენ არც მოვთხოვთ მათ, რომ ფოთლებივით ერთფეროვნები  იყვნენ, მაგრამ ჩვენ ვითხოვთ,  რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებში  ყველას ერთი პოზიცია ჰქონდეს _  ადამინების  სიცოცხლე უნდა გადარჩეს!  როდესაც ადამიანი ცუდად ხდება, არ ვეუბნებით, კლესიაში მოდი და განგკურნავო. რატომღაც, ეს იწვევს გაურკვევლობას:  რატომ ეუბნებიან ისინი დღეს ხალხს, აუცილებლად მოდით ეკლესიაში და არაფერი დაგემართებათო? ამ გაურკვევლობის მიზეზი არის ეკლესიის ისტორიის არცოდნა და, ამავე დროს, სწორი რწმენის ნაკლებობა. სახარებაში უფალი საფრთხეს არ უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას, საფრთხეს არ უქმნიდა მათ სიცოცხლეს, პირიქით – მკურნალობდა. ჩვენ ვიცით, რომ პანდემიასთან ბრძოლის მთავარი  მაკურნელები დღეს  არის სახლში დარჩენა. ეს არის  საუკეთესო  წამალი წამლებს შორის. ამ წამალზე  უარს ეუბნები ადამიანებს და  მოუწოდებ, ტაძარში მოდითო, ეს გაუმართლებელია. თუკი  ღმერთმა   ნუ ქნას   და ინფიცირება გაიზარდა,  სასულიერო  პირები, რომლებიც გაურკვევლობას თესენ აზრთა სხვადასხვაობით, ვერ  აირიდებენ ამ პასუხისმგებლობას თავიდან.  ქრისტიანული სწავლებით უამრავი მაგალითი ვიცით, როცა ადამიანებს  სასჯელი დაედებოდათ ბუნების კანონისგან: ჭირი, შიმშილი, ავადმყოფობა; თვით უდიდესი წმინდანების თხოვნებიც კი უგულებელყოფილი იყო უფლისგან.  ამის მაგალითები გვაქვს. რა სარწმუნოებრივ  გარანტიას ვაძლევთ ტაძარში მისულ ადამიანებს, რომ ისინი არ დაინფიცირდებიან  და ჩვენს ლოცვას შეისმენს უფალი  ამ კონკრეტულ შემთხვევაში?  მაგალითად, უფალმა არ შეისმინა აბრაამის  ლოცვა, უფალმა  არ შეისმინა მოსეს ვედრება, წმინდა   პავლე მოციქულმა სამჯერ  ითხოვა  წყალობა და ვერ მიიღო! ამ სასულიერო პირებს  რა გარანტია აქვთ, რომ მათ ლოცვას შეისმენს უფალი და  ამ ვირუსისგან დაიცავს საქართველოს?

თუ სიტუაცია კრიტიკულ ფაზაში შევიდა და  ეკლესია აღმოჩნდ ვირუსის გავრცელების ერთერთი კლასტერი, ამ შემთხვევაში ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?

– უპირველესად, როგორც გარანტორს ადამიანის  სიცოცხლისა, პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, ეს ცალსახაა და მეორე – ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში  ეკისრებათ მღვდელმთავრებსა და მღვდლებს, რადგან  მათ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს ჩვენს ქვეყანაში. სახარებისეულად ვიცით:  თითოეული სიტყვა,  რომელსაც იტყვის ადამიანი, აუცილებლად ღვთის წიანშე იქნება   გამოძიებული. ამიტომ ნებისმიერი სასულიერო პირის სიტყვა დაექვემდებარება როგორც უფლის წიანშე კანონმდებლობას, ასევე – ამ ქვეყნის.  უმაღლეს იერარქებს მოსთხოვს მოსახლეობა პასუხს. ღმერთმა ნუ ქნას და თუ პანდემია აფეთქდა, პირველ  რიგში, პასუხისმგებლობა დაეკისრება კოლექტიურ სინოდს და არა კონკრეტულ მღვდლებსა და სინოდის წევრებს.

ლევან ქემოკლიძე