ანგელა მერკელი: „სამწუხაროდ G8 ფორამტით დიალოგი ჯერჯერობით შეუძლებელია“

ანგელა

როგორც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი აცხადებს, G8 ფორმატით დიალოგის აღდგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. ,,სამწუხაროდ G8 ფორმატით მრგვალ მაგიდასთან დიალოგის აღდგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. რუსეთმა უნდა დაიწყოს დემოკრატიული ღირებულებების აღიარება და შემდგომ მათი დაცვა. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, ჩვენ შვიდეულის ფორმატით ვაგრძელებთ თანამშრომლობას და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რუსეთისათვის თავისუფალი სკამის შეთავაზება ამ ეტაპზე არ შეგვიძლია“- აღნიშნული განცხადება მერკელმა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე გამგზავრების წინ გააკეთა. მისი თქმით ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროექტი არ არის მიმართული რომელიმე კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ, მითუმეტეს რუსეთის ფედერაცის წინააღმდეგ, ჩვენ პარტნიორობის იდეით გამოვდივართ და ეს საკითხი კვლავ რჩება წინა პლანზე“ – ხაზგასმით აღნიშნა ქალბატონმა მერკლემა. ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მორიგი სამიტი, რიგაში 21-22 მაისს გაიმართება. რაც შეეხება საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის დეკლარაციის გაფორმებას, ცნობილია, რომ რიგის სამიტის მონაწილე ქვეყნები აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭრენ.