„ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ტოვებენ ქუჩაში“ – ჯაფარიძე აფრიკის დასახლებაზე
„ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ტოვებენ ქუჩაში“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევას.
ჯაფარიძის თქმით, ამას ამართლებენ იმით რომ ეს ტერიტორია საერთო საკუთრებაა, სახელმწიფოსია.
“სიმწრით აშენებულ სახლებს უნგრევენ ღატაკ ადამიანებს, რომლებმაც რაღაცნაირად მოხერხეს და მთავრობის ‘დახმარების’ გარეშე, ტრიალ მინდორზე საკუთარი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ადგილი მოიწყვეს. ამ გაჭირვებაში, ამ ყინვაში, წინასაახალწლოდ ტოვებენ ქუჩაში. და ამას ამართლებენ იმით რომ ეს ტერიტორია ‘საერთო საკუთრებაა’, სახელმწიფოსია, და მათი იქ ცხოვრებით ჩვენი ‘საერთო ინტერესი’ ზიანდება. ჩვენი სახელით აკეთებენ ამ არაადამიანობას. ჩვენზე ზრუნვის მოტივით. და ამ უბედურების არც ერთ უშუალო შემარულებელს სინდისი არ აწუხებს ამ ადამიანების ტრაგედიის შემყურეს. მეტიც, ალბათ სჯერათ რომ კარგ საქმეს აკეთებენ, კანონს ასრულებენ”, – წერს ჯაფარიძე.
ნენე ინჯგია