ამერიკული დოლარის ფასმა რუსეთში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია

4

მოსკოვის საფონდო ბირჟაზე, ვალუტით ღიად ვაჭრობის დროს, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 51,2  მანეთის ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 28 ნოემბერს, რუსული მანეთის თანამდეროვე ისტორიაში ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 50 მანეთი პირველად გახდა. რაც შეეხება ევროს დღევანდელი მონაცემებით ერთი ევრო 64,24 მანეთი ღირს, მაშინ როდესაც 28 ნოემბერს ევროპული ვალუტის ფასი მანეთთან მიმართებაში 61 ერთეულს შეადგენდა.