ამერიკა-რუსეთს თეირანთან გარიგების გამო ახალი სანქციებით ემუქრება

1

იმ შემთხვევაში თუ, ამერიკა კრემლსა და თეირანს შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების და სამრეწველო საქონელის ნავთობში გაცვლის შეთანხმებას, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ირანზე დაწესებული სანქციების საწინააღდეგო ფორმად მიიჩნევს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ შესაძლოა სანქციები გაამკაცროს. აღნიშნული განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკიმ, ჟურნალისტებისათვის გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.,,ჩვენთვის რუსეთ ირანს შორის მოლაპარაკებების ფორმატი ცნობილია, რომელიც ეკონომიკური მიმართულებით რამოდენიმე პროექტს მოიცავს. აუცილებლად დაველოდებით მათ შორის დისკუსიის გაგრძელებას, ჯერჯერობით კონრეტულ დეტალებს ვერ ვფლობთ, მაგრამ თუ რუსეთ ირანის შეთანხმება, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ ირანის წინააღდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების უგულველყოფას გამოიწვევს, იძულებულნი გავხდებით რუსეთის ფედერაციის მისამართით ახალი,მკაცრი სანქციები ავამოქმედოთ“აცხადებს პსაკი.30 ნოემბერს რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მეთაურმა ალექსეი ულიუკაევმა განაცხადა,რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ფედერაცია ირანს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს და სხვადასხვა დასახელების სამრეწველო საქონელს ნავთობში გაუცვლის.შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ირანი ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის მხრიდან მკაცრი სანქციების ქვეშაა მოქცეული. აღნიშნული ნაბიჯის მთავარი მიზეზი, თეირანის მიერ ბირთვული პროგრამაზე მუშაობის განახლებაა. დასავლეთი ირანს საკუთარი ბირთვული იარაღის წარმოეაბში სდებს ბრალს,თუმცა ოფიციალური თეირანი ბრალდება უარყოფს და ბირთვული პროგრამის განახლებას სამშვიდობო მიზნებს უკავშირებს.