ალი ჰამენეი: „ირანელი ხალხის პოზიციას, ბირთვული გარიგება ვერ შეცვლის“

ალი

ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ჰამენეი ბირთვული გარიგების მიუხედავად აცხადებს, რომ ქვეყნის პოზიცია შტატების უმაღლესი ხელისუფლების მიმართ არ შეცვლილა. წმინდა რამადანის თვის დასრულებისთანავე, ის მოუწოდებს ირანელ პოლიტიკოსებს, დაწვრილებით შეისწავლონ შტატებთან დადებული გარიგების ყველა პუნქტი და გარკვევით აუწყონ საზოგადოებას, რომ გარიგებაში ირანის ნაციონალური ინტერესები ხაზგასმითაა დაცული. წერს სააგენტო Reuters-ი. ,,ირანი ომს არ მიესალმება, მაგრამ თუკი ომი დაიწყება, ამერიკის შეერთებული შტატები მუხლებზე დაეცემა” – მკაცრი ტონით განაცხადა ჰამენეიმ.