ავსტრია საკუთარი ნეიტრალური სტატუსის შეცვალს არ აპირებს
როგორც სააგენტი «Интерфакс»_თან საუბრის დროს, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სებასტიან კურცმა განაცხადა, ქვეყნის ხეისუფლება ნეიტრალური სტატუსის შეცვლას არ აპირებს. ,,ჩვენს გეგმებში არ შედის ქვეყნის ნეტრალური სტატუსის შეცვლა. ეს არამარტო ჩვენი გადაწყვეტილებაა, არამედ ავსტრიელი ხალხის არჩევანია და ზედმეტი გაურკვეველი პრობლემების შექმნას არ ვაპირებთ. მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, არც უკრაინის შიგა საქმეებში ჩარევას არ ვგეგმავთ, თუ მათ სურს იყვნენ რომელიმე სამხედრო ბლოკის წევრი ქვეყნის სტატუსის მატარებელნი, ან თუნდაც პირიქით, ეს მათი გადასაწყვეტია, რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტს ნებისმიერი ქვეყანა თავად ირჩევს” – აცხადებს კუნცი. ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრიის პირველი დიპლომატი 4-5 მაისს მოსკოვს ეწვევა.