ავსტრალიაში სასტიკად მოკლული რვა ბავშვის გვამი იპოვეს
ავსტრალიის შატატის კვინსლენდის ქალაქ მანოორში, პოლიციამ რვა მოკლული ბავშვის გვამი იპოვა. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ,,მურეი სტრიტზე“ მდებარე საცხოვრებელ სახლში მისვლის დროს გაოგნებულნი დარჩნენ, როდესაც მათ თვალწინ დანით მოკლული რვა ბავშვი გვამი აღმოჩნდა. იქვე ახლოს სასწაულებრივად გადარჩენილი, 34 წლის მძიმედ დაჭრილი ბავშვების დედაც იპოვეს, რომელიც უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ცნობილი გახდა, ბავშვები 18 თვიდან 15 წლამდე ასაკის იყვნენ, როგორც ბავშვების ბიძაშვილი გოგონა აცხადებს, ტრაგიკულად დაღუპული ბავშვები ერთნამეთისათვის ღვიძლი და ძმანი იყვნენ, ხოლო დაჭრილი ქალბატონი კი მათი ბიოლოგიური დედა, წერს The Sydney Morning Herald. საქმის გარშემო სხვა რაიმე დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. პოლიციის სპეციალური სამსახურის წარმოამადგენლების განცხადებით, ბავშვების დედა გამოძიებასთან თანამშრომლობს და დასმულ კითხვებს აზროვნად პასუხობს. ადგილი სადაც მოკლული ბავშვების საცხოვრებელი სახლი მდებარეობს, დალუქულია და მისასვლელი გზა გადაკეტილია. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ტონი ებოტმა მომხდარი ტრაგედია ,,აუხსნელ სასტიკ დანაშაულად“ შეაფასა და პირობა დადო, რომ საზოგადოება ტრაგედიის გამოძიების შედეგებს უახლოეს დროში გაიგებს.