ციხიდან გაქცევამდე, მექსიკელი ნარკობარონის ექსტრადირებას შტატები ითხოვდა
მექსიკელი ნარკობარონის, ელ ჩაპოს (კარატიშკა) ციხიდან გაქცევამდე სამი კვირით ადრე ,ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მექსიკურ მხარეს, მისი შტატაბში ექსტრადირების მოთხოვნა გაუგზავნა. ინფორმაციას ლათინოამერიკული ქვეყნის გენერალურ პორკურორზე, არელი გომეს გონსალესზე დაყრდნობით The New York Times-ი ავრცელებს. მისი თქმით შესაბამისი დოკუმენტი პროკურატურაში მიმდინარე წლის 25 ივნიის შევიდა. პარალელურად ტელეკომპანია CNN-ი, ტელეეთერით, მექსიკელი მილიარდერის ციხიდან გაქცევის სქემას ავრცელებს. ,,ციხის თანამშრომლებმა გუსმანის გაუჩინარება 18 წუთის შემდეგ გაიგეს. როგორც ცნობილია ნარკობარონის გადააგდილებას, 24 საათის განმავლობაში რამოდენიმე ვიდეოკამერა აფიქსირებდა. გამონაკლისი მხოლოდ მისი ტუალეტში და სააბაზანოში გასვლის მომენტი იყო. სწორედ ეს დრო დასჭირდა მსოფლიოს ნომერ პირველ ნარკობარონს, დაეტივებინა ციხის კედლები“ – აღნიშნავს ჟურნალისტი. მექსიკელმა სამართალდამცავებმა საქმის გარშემო, ელ ჩაპოს ციხიდან გაქცევის გამო 49 პირი დააკავეს, მათ შორის ციხის დირექტორი და რეჟიმის უფროსი. 14 ივლისს მექსიკის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა, რომ ინფორმატორი, რომელიც გამოძებას დაეხმარება, მსოფლიოს ნომერ პირველი ნარკობარონის დასაკავებლად ჯილდოდ 4 მილიონ დოლარს მიიღებს. ,,სინალოას“ ნარკოკარტელის ბოსი , ხოაკინ გუსმანი (ელ ჩაპო) ციხიდან, 1,5 კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა გვირაბის გამოყენებით, 2015 წლის 12 ივლისს გაიქცა.