შერონ სტოუნმა გეი წყვილი დააქორწინა

pic_6eeeb806b47ad8c00ecd28e0fc6a880b

ამერიკელი მსახიობი შერონ სტოუნი თაყვანისმცემლების წინაშე სრულიად განსხვავებული ამპლუით წარსდგა. როგორც The New York Post-ი იუწყება, შერონი ორი გეი წყვილის ქორწინების ცერემონიალის წამყვანად მოევლინა საზოგადოებას. ჰოლივუდის ვარსკვლავმა, The Wall Street Journal-ის ყოველთვიური გამოცემა WSJ Magazine-ს რედაქტორის ენტონი სენეიმას და მისი ,,მეგობარი“ დიზაინერი დევიდ უიტკევიჩის შეუღლების იურიდიული დოკუმენტის ტექსტი წაიკითხა. ,,ბედნიერი“ წყვილის ქორწინების ცერემონიალი, ნიუ-იორკის ფეშენებელურ რაიონში მდებარე სასტურმო Surrey-ში გაიმართა. როგორც გაირკვა, ახლადდაქორწინებულებს, შერონი დიდი ხანია იცნობს. სენეიმი მან 1996 წელს , ჟურნალ Vogue-თან თანამშრომლობის დროს გაიცნო. საზეიმო საღამო შერონ სტოუნმა წითელი კაბის ფონზე წიაყვანა. ერთ ერთი სტუმარი მამაკაცის განცხადებით ,,შერონი საკმაოდ აღელვებული და ბედნიერი სჩანდა. ყველაზე რომანტიკული სიტყვების წაკითხვის დროს მან ცრემლების შეკავება ვერ შეძლო“