ყირიმში ვიზიტად მყოფ ფრანგ დეპუტატებს უკრაინაში შესვლა აეკრძალებათ

l.php

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის განცხადებით, საგარეო უწყება უახლოს დღეებში ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყირიმში ვიზიტად მყოფი ფრანგი დეპუტატებისათვის, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის დოკუმენტს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას გამოცემა «Украинская правда» აქვეყნებს. ,,აბა როგორ? ტოლერანტობა ევროპული ღირებულებების მთავარი შემაგდენელი ნაწილია, თუმცა ის ვინც უკრაინაში მომქმედ კანონს არღვევეს, ჩვენს ქვეყანაში არაფერი ესამქმება. სამწუხაროა, რომ საფრანგეთში არსებობს ადამიანთა გარკვეული ნიშა, რომლებიც ანტიამერიკული იდეებით ცდილობენ საკუთარი კარიერის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ყირიმში სულ რამოდენიმე დეპუტატი იმყოფება და ეს სულაც არ ნიშნავს, სრულიად ფრანგი ხალხის პოზიციას, ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ, რომ მომავალში ანალოგიური ფაქტები არ განმეორდეს“ განაცხადა ბატონმა კლიმკინმა. გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი დეპუტატებისათვის, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის ამკრძალავი დოკუმენტი უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ადგილობრივი კანონმდებლობით, ყირიმში ვიზიტი სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.