ქუთაისში მოვაჭრეები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენისა და ბაზრობების გახსნის მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა.

მოვაჭრეები ჭავჭავაძის გამზირზე, კეჩის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ტრანსპორტის დაუყოვნებლივი გახსნა და ბაზრების თებერვლიდან ამუშავება მოითხოვეს.

მათი თქმით, ისინი ტყუილში ცხოვრებით დაიღალნენ, ხოლო მთავრობას ხალხის ბედი არ ადარდებს. მოვაჭრეები ხელისუფლების წარმომადგენლებს ურჩევენ, შეეცადონ და 300 ლარით თავად იარსებონ.

როგორც სავაჭრო ქსელ „გრანდ მოლის“ ხელმძღვანელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზარტორი ნატო დანელია „ქრონიკა+“-სთან აცხადებს, უნდა დაიწყოს სავაჭრო ცენტრის თანამშრომელთა დროული ტესტირება.

აქციაზე მივიდნენ პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

გიგა გელხვიიძე