ქვაში ამღერებული ოცნება
„ოცნებამ“ ვერც 40 ტუალეტი ააშენა, ვერც _ ასი ქარხანა, სამაგიეროდ, თვითონ აშენდნენ და დამშვენდნენ. დიახ, თვითონ – ისინი, ვინც თქვენ აირჩიეთ, მოიყვანეთ და თავზე დაისვით და დაგვასვით.
აგერ „რუსთავი 2“-მა გვაჩვენა ტუალეტების ვერამშენებლების მიერ „ხოშიანად“ აშენებული სრა-სასახლეები. როგორც ჩანს, ჯერ მხოლოდ მცირე ნაწილი. ფაქტია, რომ სხვებიც გამოიჩენდნენ ფხას და წამოჭიმავდნენ სახლებს. და რაც ნახა, რა ნახა ჩვენმა თვალებმა? თითო ეზოში წყვილი სახლი, ცეცხლგამძლე სახლები, მარმარილოს ფასადები, კოლონადები, ტერასული ბაღები _ ლამის სემირამიდას ბაღები… სრა-სასახლეები, ქვის აკლადამები….
კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, იქნებ, ახლა მაინც აგიტოკდეთ ნერვი! თუმცა ვიცი, რომ შაბათს აქეთ ლამის სისხლი ჩაგექცეთ ტვინში, ლამის ბოღმაზე გასკდეთ. სხედხართ გულგასიებულები. მაგრამ ისიც ვიცი, უმეტესობას რაზედაც გისკდებათ გული! იმაზე კი არა, რომ ეს უსინდისო ჩინოვნიკები ქვეყანას ყვლეფენ და სასახლეებს იშენებენ, იმაზე სკდებით, რომ ამას ისინი აკეთებენ და არა _ თქვენ. დიახ, დიახ, გშურთ და შურისგან ლამისაა გულმა გგლიჯოთ, ლამისაა დამშეული კუჭი გაგისკდეთ ნერვიულობისგან. ასეა, უტვინო თავი ძალას მარტო ფეხებს კი არა, მუცელსაც ატანს. ასე ქენით ზუსტად თქვენც. სააკაშვილს წიხლი სთხლიშეთ, ქვეყნის შენება შეაჩერეთ, აქაოდა, მე რა ოხრად მინდა პიაცა და სიღნაღიო და რა მიიღეთ? ამათ დაიწყეს შენება, ოღონდ ქვეყნის კი არა, სადაც თქვენც იტანტალებდით თქვენი უტვინო თავებით, არამედ საკუთარი სახლებისა და სასახლეების.
აი, ეს იყო მათი ოცნება! მათ ეს ოცნება აიხდინეს და თქვენ რა აიხდინეთ? დათვალიერებითაც არავინ გათვალიერებინებთ მათ სახლებს, თვალს რომ წყალი დაალევინოთ და მშიერი მუცელი ცოტა ხანს გააჩუმოთ. ეს მადლიც ისევ „რუსთავი 2-მა“ ქნა აეროგადაღების წყალობით და განახვათ სახლები. მერე რა, რომ გულზე დასკდით და დაიბოღმეთ. მერე რა, რომ ზოგი ისეთი ჯიუტი „ქოცი“ ხართ, კატასავით ზურგზე არ ეცემით, ისევ დგახართ და „აპრავებთ“ ამ სასახლეების მშენებლობას! ისევე როგორც აქამდე ხეების გლეჯას და საკუთარ ეზოში თრევას „აპრავებდით“.
კი „აპრავებთ“ ყველაფერს. ახლა აფრიკიდან 4 ბაობაბის ხე რომ მოაქვს, ამასაც „გააპრავებთ“, მაგრამ მე ის მაინტერესებს, სარკესთან მარტო რომ რჩებით, მაშინ რას ეუბნებით საკუთარ უტვინო თავებსა და მშიერ მუცლებს? თქვენ რა ხეირი ნახეთ?
ამათ ოცნება აისრულეს, მეტიც _ თავისი ოცნება ქვაში აამღერეს _ ერთმა მარმარილოთი მოაპირკეთა, მეორემ _ ბაზალიტით, მესამემ _ სტოუნარდის ინგლისური აგურით, მეოთხემ _ ტრავენტისი ქვით…
თქვენ რა შეგხვდათ? რიყის ქვა მაინც კი გერგოთ?
აგერ, ლევან იზორიამ 414-კვადრატულმეტრიანი სამსართულიანი სასახლე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეობისას წამოჭიმა, სულ ახლხან კი მეორე, ამჯერად ორსართულიანი და 386 კვადრატულმეტრფართობიანი სასახლის მშენებლობა დაასრულა, 54 კვადრატული მეტრი მარტო ღია ვერანდა აქვს სახლს _ „კოფეს“ დასალევად… პირველი სართული მთლიანად სტოუნარდის ინგლისური დეკორატიული აგურით მოუპირკეთებია. სხვა როგორ ეკადრებოდა ლანკასტერების „ჩამომავალს“.
იზორია აშენდა და ქვაში ამღერდა და თქვენ ამ ექვსი წლის მანძილზე გაქონილი კედლების გადაღება მაინც თუ მოახერხეთ თქვენს 6-კვადრატიან სამზარეულოში? აა, რა „გემალიარებათ“, მუცელი გიფუხფუხებთ?
აგერ, მიხეილ ჯანელიძეს ძმები კარბელაშვილების ქუჩაზე 370 კვადრატულმეტრიანი 2-სართულიანი სახლი აქვს, ჯერ შეღებილი ფასადი უნდოდა, მერე ქვით მოაპირკეთა. ამ სახლის მშენებლობა 2014 წელს დაიწყო, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო. 2017 წელს კი 198 კვადრატულმეტრიანი ბაითი ააგდო ვაკეში, შატბერაშვილზე.
თქვენ რა იყიდეთ, რა შეიძინეთ ამ 6 წლის მანძილზე? ძირგავარდნილი ჩექმა მაინც გამოცვალეთ? ან ის „ტუფლები“, „ოცნების“ კამპანიებში სირბილში რომ დაცვითეთ და ქუსლები დააყრევინეთ?
სუს-ის უფროს ვახტანგ გომელაურს, აი, 2013 წელს თბილისში სულ ორი ბინა რომ ჰქონდა და ორივე ვარკეთილში, ახლა უნდა ნახოთ, რა ქვაში და ქვესკნელებშია. 2015 წელს ტაბახმელაში ათასი კვადრატული მეტრი მიწა იყიდა და 350 კვადრატული მეტრი ფართის სამსართულიანი სასახლე სულ ცეცხლგამძლე მასალით ააშენა. და სამივე სართული ბუნებრივი ტრავენტისი ქვით მოაპირკეთა. მისი შვილის სახელზეა 858 კვ.მ მიწის ნაკვეთი ამ სასახლის გაგრძელებაზე, აქაც სახლს აშენებენ და გვერდით მდებარე ორი ათას კვადრატიან მიწის ნაკვეთზეც, რომელიც ხელქვეითის სახელზე ისე აქვს გადაფორმებული, რომ იმ ხელქვეითის დედამ არც კი იცის.
თქვენ ვინ რა გადმოგიფორმათ და ვინ რა მოგახახვათ? გეკითხებით, გიმეორებთ, _ ვინ რა შავი ქვა მოგაგორათ ამ 6 წლის მანძილზე?
აი, მანანა კობახიძე, პარლამენტიდან რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაუბიათ, გომელაურის მეზობლად, ტაბახმელაში 600 კვადრატი მიწა უყიდია მცირე სახლით, მერე ამ მცირე სახლისთვის „სპალნები“, ტუალეტები, ვერანდა მიუშენებია და ჯამში 230 კვადრატიან სრა-სასახლედ უქცევია და სულ ბაზალტის ქვით მოუპირკეთებია.
ამისთვის სკდებოდით ნაკერავზე, რომ „იქნებ, დედა შეაგინა“ კობახიძეს სახლი ეყიდა, „სპალნები“ და ტუალეტები მიეშენებინა, ვერანდა დაეშენებინა და ჩაბაზალტებულიყო? გამეორება ცოდნის დედაა და „ქოცობის“ პირველი მტერი და მეც გიმეორებთ, _ ამისთვის სკდებოდით ნაკერავზე, ამისთვის დარბოდით ქუჩა-ქუჩა და ამიტომ იპუტავდით და იგლეჯდით ეპილაციის გარეშე ბოქვენს?
აგერ, ინგლისელი მილიონერის ვილა გეგონება ის ვილა, სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძეს რომ აქვს დიღომში. უსაშველოდ დიდი ეზო, აქეთ თავში 225 კვადრატიანი ორსართულიანი სასახლე _ კოლონადებით, ეზოს ბოლოში _ კიდევ ერთი სახლი…
ასევე აქვს სესიაშვილს _ ტერასული ეზო სამ ნაწილად იყოფა _ თავში სამსართულიანი, 310 კვადრატიანი სასახლე, შუაში აუზი, გამწვანება, ეზოს ბოლოში კიდევ ერთი ორსართულიანი სახლი. ეს ყველაფერი ასევე 2012 წლის შემდეგ…
ზვიად ძიძიგურიც აშენდა და დამშვენდა „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ _ 2018 წლის ქონებრივი დეკლარაციიდან კი ირკვევა, რომ დეპუტატმა 685 კვ.მ. მიწაზე სამსართულიანი სახლი აიშენა…
სესიაშვილის აპარტამენტებს რომ უყურებთ, თავს როგორ გრძნობთ, ძვირფასო ქოცელექტორატო? ტკბებით, ხო, რა სახლკარი გაუმზადა მამამ დუჩეს? თქვენ რას უტოვებთ თქვენს შვილებს? თუ რაც გქონდათ, ისიც დაულომბარდ-ჩაუიპოთეკეთ?
გეკითხებით, თქვენ, თქვენ რა ხეირი ნახეთ ამ ხელისუფლების მოსვლით? რა აღიდგინეთ? რა გაისქელეთ, რა ამოივსეთ? იდექით და გაჰკიოდით, თავისუფლად ვსუნთქავთო, ბიზნესს მაინც არ აწუხებს ვინმეო, უსამართლობა მაინც აღარააო და რა გაარკვიეთ ამ ბოლო თვეში თქვენი ჭკვიანი თავებით? ხომ ვერ მეტყვით, რაზე ჩაიყვანა ფარცხალაძემ სარდაფში ექსმინისტრი ყიფიანი? ღვინო გაასინჯა? თუ ბებიამისის ჩადებული ნივრის მწნილი სტაფილოთი? თუ დგახართ და თავს იმით იმშვიდებთ, რომ ეს ყოლიფერი ზაზა ოქუაშვილმა და ლევან ყიფიანმა დადგეს უცხოელი პარტნიორებისთვის? თქვენ კი დაეწამლეთ ჩაპადვლებულ ყიფიანს, ჩხარტიშვილიც უცხოელი პარტნიორებისთვის ჰყვებოდა, ხომ, როგორ უნდოდა სააკაშვილის ჩამოგდება რუსების დახმარებით?
მოიცა და იქნებ, ეს სკანდალური ჩანაწერებიც, მირზა სუბელიანმა ქე რომ ყველაფერი არფაზე დაამღერა, ჰო, იქნებ, ეს ჩანაწერებიც ზაზა ოქუაშვილის უცხოელი პარტნიორებისთვისაა ჩაწერილი? ეს რა შუაშია, ხომ? აა, ამდენს მაინც მიხვდით?
ხვდებით მაინც, რომ მეფე შიშველია და უტიფრად მაინც ყველას გვეთამაშება?
დიახ, ეს გახლავთ ამ ხელისუფლების ყველაზე ურცხვი სტრიპტიზი! მარტო ივანიშვილი კი არა, მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ტიტველია, ყველაფერი გარკვეულია _ ვხედავთ, როგორ და რანაირად იმართება ქვეყანა, ვხედავთ, როგორ იშენებენ თვითონ ყველაფერს ეს მართლა ყვარყვარეზე უარესები!
დიახ, ყვარყვარე იმას მაინც ამბობდა, ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები მერეო და ესენი აშენებენ, აშენებენ თავისას და არც ამთავრებენ! ოქროს სარაიას კი არა, ქუჩის ტუალეტსაც არ გიშენებენ და გამოტყდით, რამდენი დადიხართ ქალაქში ღრმა სუნთქვის რეჟიმით _ გადავსებული შარდის ბუშტით და მოთუხთუხე განავლით, იმის შიშით, რომ ემანდ მარცხი არ მოგივიდეთ?
დიახ, თავის ოქროს სარაიებს ყველა იშენებს, თქვენი სარაიის ჯერი კი არადა არ მოდის და არც მოვა! და ვერც ხვდებით ამდენს!
ყველაფერი ნათელია, ყველაფერი ცხადია, მაგრამ თქვენ არ გინდათ, თვალი გაუსწოროთ ამ მწარე სიმართლეს და ისევ თავს იტყუებთ, ისევ სისხლიან ცხრა წელს ყმუიხართ. არ გინდათ, დაინახოთ, როგორ მდიდრდებიან თქვენს ხარჯზე, როგორ ატერორებენ ბიზნესს, როგორ მფარველობენ მკვლელებს, როგორ ვაჭრობენ და რა გარიგებებს დებენ, თან ისე, რომ არც რცხვენიათ. ერთი წამი მაინც წარმოიდგინეთ, თქვენი შვილი რომ ზუსტად ასე შემოეკლას რომელიმე მაღალჩინოსანი „ქოცის“ შვილს, როგორ გგონიათ, თქვენ სხვანაირად მოგექცევიან? გგონიათ, რომ თქვენ სამართალს ეგრევე იპოვით და ვინმეს დასჯით? ან გგონიათ, რომ ამათ ხელში თქვენი შვილები უსაფრთხოდ არიან?
ან რა გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ამ 7-8 „ქოცმა“ აიშენა ეს ქვის აკლდამები და სხვას ყველას სტალინივით ერთ შინელში სძვრება სული? არ გაღელვებთ? უი, ეს თქვენ არ იყავით, ამ თქვენ „ქოცებთან“ ერთად პიჯაკებს რომ უთვლიდით სააკაშვილს, ქაშმირის პალტოს გარდერობში არ უჩერებდით და სუშის ლუკმას _ პირში? ეს თქვენ არ იყავით, იუშენკოს ტანზე ასმულ-ჩასმულ საპონს რომ დაეძებდით?
გეკითხებით, რა დედითქვენისა იპოვეთ? რა გამოთხარეთ ამ „ქოცბანდის“ მოყვანით? ბოლოს ხომ გამოითხარეთ მაგარი პრეზიდენტი: „სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან შეგიძლია გათხარო…“
რეზო შატაკიშვილი