ფერგიუსონში 18 წლის შავკანიანი მოზარდის მკვლელი პოლიციელი სისტემიდან წავიდა

pic_bdfd528c008c86cf97cc7c5ab930549f

ამერიკელი პოლიციელი დარენ უილსონი, რომელმაც მიმდინარე წლის აგვიტოს დასაწყისში, ქალაქ ფერგიუსონში 18 წლის აფროამერიკელი მოზარდი ტაბელური იარაღიდან რამოდენიმე გასროლით მოკლა და 24 ნოემბერს ადგილობრივმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე უდანაშაულოდ სცნო, პოლიციის რიგები საკუთარი განცხადების ნიდაგზე დატოვა. ინფორმაციას უილსონის ადვოკტზე, ნილ ბრიუნტრეგერზე დაყრდნობით CBS News-ი ავრცელებს. პოლიციის ლეიტენანტი მომხდარიდან უკანასნკელ დღემდე ფასიან შვებულებაში იმყოფებოდა. სკნადალური საქმის გამოძიების პერიოდში ის ხშირად აცხადებდა, რომ პოლიციის რიგებიდან საკუთარი კოლეგების ღირსების დაცვის მოტივით აუცილებლად წავიდოდა, თუმცა ზუსტ თარიღს არ ასახელებდა. უილსონის განცხადებით ის თავს დამნაშავედ არ სცნობს და მისი სინდისი სუფთაა. დარენ უილსონმა პოლიციელის კარიერა ქალაქ ჯენინგში დაიწყო, ხოლო რამოდენიმე წლის შემდეგ კი,  ქალაქ ფერგიუსონში გადმოიყვანეს. აღსანიშნავია, რომ მისი პირადი საქმე სუფთაა და ის არასდროს არ გამხდარა რომელიმე მოქალაქის მიერ წაყენებული პრეტენზიის მსხვერპლი. ინციდენტამდე რამოდენიმე თვით ადრე, უილსონმა ნარკოტიკების უკანონო გადამზიდავის დაკავების გამო, მადლობაც კი დაიმსახურა. ქალაქ ფერგიუსონის პოლიციის შეფი ტომას ჯეკსონი მას ,,საუკეთესო პოლიციელად“ მოიხსენიებს.