ფარერის კუნძულებზე 250 ვეშაპი უმოწყალოდ მოკლეს
ფარერის კუნძულებზე , მეთევზეებმა მასობრივი დევნის დროს 250 ვეშაპი მოკლეს. შეშინებული ვეშაპები ადგილობრივებმა, ნავების გამოყენებით პატარა სრუტეში ნაპირთან მოიმწყვდიეს, სადაც ჩასაფრებულმა ადამიანებმა დიდი ბასრი დანებით, მათი უმოწყალოდ ხოცვა დაიწყეს. რამოდენიმე წუთში კუნძული, დახოცილი ვეშაპების სიხლისფრად შეიღება. ადგილობრივი მეთევზეების ვანდალური ქმედება, მხოლოდ ორმა ადამიანმა გააპროტესტა და ზედმეტი აქტიურობის შედეგად ისინი პოლიციამ დააკავა. როგორც გაირკვა ,,პროტესტანტებს“ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ვეშაპების მასობრივი მკვლელობის რიტუალი, ფარერის კუნძულზე მეათე საუკუნიდან იღებს სათავეს და ის ადგილობრივი ,,კულტურის“ შემადგენელი ნაწილია.