უკრაინელმა მედესანტეებმა ,,მემარჯვენე სექტორის” ბაზას ალყა მოხსნეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების დაქვენდებარებაში მყოფმა, 95-ე და 25-ე სადესანტო ბრიგადამ, რომლებსაც დნეპროპეტროვსკის ოლქში, უკრაინის რადიკალური პარტიის ,,მემარჯვენე სექტორის” სამხედრო ბაზა ჰქონდათ ბლოკირებული, სამხედრო ბაზას ალყა მოხსნეს და დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ. ,,უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის შემდეგ, ჩვენს სამხედრო ბაზაზე (5 ОБ ДУК ПС) მედესანტეებმა ალყა მოხსნეს და უკან გაბრუნდნენ. მათ მიერ მობილიზებული სამხედრო ტექნიკის სიგრძემ რამოდენიმე კილომეტრს გადააჭარბა” – განცხადება საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ,,მემარჯვენე სექტორის” პირველი შემტევი რაზმის მეთაურმა ალექსანდრე კარასმა გაავრცელა. 29 აპრილს, კიევში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ,,მემარჯვენე სექტორის” ბატალიონის მებრძოლები შეიკრიბნენ და უკრაინელი სამხედროების ქმედება გააპროტესტეს. რამოდენიმე დღიანი მცირე დაპირისპირების შემდეგ კი უკრაინელმა მედესანტეებმა უკან გაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.