უკრაინელი სამხედროები დაღუპულ მებრძოლებს კრემატორიუმებში წვავენ

govb3

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის, სამეთაურო შტაბის მოადგილის, ედუარდ ბასურინის განცხადებით, უკრაინელი სამხედროები კვალის დაფარვის მიზნით, შეიარაღებული შეტაკებების დროს დაღუპული თანამებრძოლების გვამებს, მოძრავ კრამატორიუმებში წვავენ. მისი თქმით, რესპუბლიკის თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მყოფმა მზვერავთა ჯგუფმა, ფაქტის დამამტკიცებელი მასალები მოიპოვა. ,,ქალაქ კრამატორსკის, აეროპორტის ტერიტორიაზე, ჩვენმა მზვერავებმა ორი ერთეული მოძრავი კრამატორიუმის გადაადგილება დააფიქსირეს. მოპოვებული მასალაბით ირკვევა, რომ უკრაინელი სამხედროები, ხელისუფლების ბრძანებით, საკუთარ რიგებში დაღუპული მემბრძოლების გვამეს, რეალური დანაკარგების დაფარვის მოტივით, აღნიშნულ კრამატორიუბემში წვავენ” – განაცხადა ბასურინმა. უკრაინელი სამხედროების მიერ მოძრავი კრამატორიუმების გამოყენების შესახებ ინფორმაცია, ჯერ კიდევ გასულ წელს გავრცელდა. ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, ძალოვნების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, რომელიც გეოგრაფიულად დონეცკის რეგიონად ითვლება, უამრავი გარდაცვლილი უკრაინელი სამხედრო პირის გვამია მიტოვებული, რომელთა გადასვენებაზეც უკრაინული მხარე უარს აცხადებს.