უკრაინაში ატომურ ელექტროსადგურს ხაძარი გაუჩნდა

11

სამხრეთ უკრაინაში, ნიკოლაევსკის ოლქის ქალაქ ,, Южноукраинск“-ში მდებარე ატომური ელექტრო სადგურის ცენტრალურ ტრანსფორმატორის მთავარ აგრეგატს ცეცხლი გაუჩნდა. პრესსამსახურის განცხადებით, ხანძრის გაჩენის სიგნალი, ადგილობრივი დროით 22:00 საათზე გავრცელდა. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება ორ საათში შეძლეს. სპეციალისტების მიერ რადიაციული ფონის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რადიაციული ნიშნული დაშვებულ ნორმებს არ სცდება. როგორც გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, ატომურ ელექტრო სადგურზე ხანძრის ლიკვიდაციას 125 მეხანძრე და 16 ერთეული სპეციალური ტექნიკით ცდილობდა. შექმნილია კომისია, რომელიც ინციდენტის მიზეზების დადგენას შეეცდება. 3 დეკემბერს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ქვეყნის პრემიერმა არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ ზაპოროჟიის ატომურ ელექტროსადგურზე ავარია მოხდა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ სადგურზე რადიაციის გაჟონვის გამო ერთ-ერთი ცენტრალური რეაქტორი გამოირთო, თუმცა ოფიციალურმა კიევმა ეს ინფორმაცია მოგვიანებით უარყო.