ტაილანდში 250 მეტრის სიმაღლიდან ავტომობილით გადავარდნილი ტურისტი გადარჩა

9

ტაილანდში 250 მეტრის სიმაღლიდან ავტომობილით გადავარდნილი ტურისტი, სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა. ინციდნეტი 19 დეკემბერს პა-დანგის რაიონში, პხუკეტის კუნძულთან ადგილობრივი დროით 23:30 წთზე მოხდა. ,,Honda Jazz“-ის მარკის ავტომობილი, რომელიც მაქსიმალური სიჩქარით მოძრაობდა, მოულოდნელად კლდიდან  ზღვაში გადაეშვა. მომხდარს ადგილობრივი მეთევზე შეეწსრო და სამაშველო სამსახური გამოიძახა. მაშველებმა წყლიდან ავტომობილის მძღოლი, უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, ექიმებმა ,,მფრინავი“ მძღოლის სხეულის დათვალიერების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ მას სხეულის არცერთი ნაწილი არ ჰქონდა დაზიანებული და მოტეხილი. დაზარაებული 29 წლის რუსი ტურისტი აღმოჩნდა. პოლიციის სამაშველო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით მას ნიკოლაი ჰქვია და საჭესთან მარტო იჯდა. ინფორმაციას ინტერნეტ პროტალი Phuketwan“-იავრცელებს.