საღოლ, სტატისტიკის ეროვნული სააგენტო! – ვინ არ დუმს ჩამონგრეულ ეკონომიკაზე?
როდესაც საქართველოს ხელისუფლება წარმატებულ შიდა და გარე ვაჭრობაზე საუბრობს, თავისივე უწყების – სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს – მონაცემებს შეხედოს. სწორედ ეს მონაცემები მოწმობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის კუთხით სრული კატასტროფაა.
2020 წლის ნოემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 2,4 -%ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ფასების 10%-იანი მატებაა. 2020 წლის ოქტომბერთან შედარებით ფასები 2,4%-ით გაიზარდა
აღსანიშნავია ფასების ზრდა კვების პროდუქტებზე 3,5%-ით და სასმელებზე – 2%-ით. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ელექტროენერგიაზე, აირზე, ორთქლსა და კონდიცირებულ ჰაერზე – 2,3 %-ით.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 9,4 2,4 %-ით . აქედან – კვების პროდუქტებზე – 11,3%-ით, სასმელებზე – 8.5 %-ით, ძირითად ლითონებზე – 10,9%-ით.
წყალმომარაგებაზე, კანალიზაციაზე, მომსახურებაზე ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით ფასები გაიზარდა 20,2 %-ით.
რაც შეეხება ექსპორტს: 2020 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 76,4 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (445,9 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (399,6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (396,6 მლნ. აშშ დოლარი).
ამ წლის ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 202,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14,6 %-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 016,4 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (11,3 %-ით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 7 186,0 მლნ. აშშ დოლარს (15.9 %-თ ნაკლებია). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 4 169,5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40,9%-ია.
თამარ როსტიაშვილი