საქართველოში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ.
მისივე თქმით, სულ ქვეყანაში კორონავირუსით 2352 პაციენტი გარდაიცვალა.
ამასთან, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1784 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4119 პირი, ხოლო ჯამურად გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 200 339-მდე.
ნენე ინჯგია