სამართალდამცველებმა შაქრო კალაშოვს ,,სხოდკის” გამართვის საშუალება არ მისცეს

პუ66

როგორც ინტერნეტ გვერდი «Прайм Крайм»- ი იუწყება, გასულ კვირას, ქალაქ სოჭში, ადგილობრივმა სამართალდამცავებმა, შაქრო კალაშოვს, მის მიერ ორგანიზებულ ,,ქურდული სხოდკის“ გამართვის საშუალება არ მისცეს. კრიმინალური ,,მარშალი“ ,,კრასნაია პოლიანას“ ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში, ადგილობრივ ,,კოლეგასთან“ თენგის დუმოევთან (გოჩო) სტუმრობის დროს დააკავეს. სამართალდამცავები ,,ქურდული“ კლანის ლიდერებთან გასაუბრებით შემოიფარგლნენ და ,,მეგობრული“ დიალოგის შემდეგ დაკავებული პირები უკლებლივ გაათავისუფლეს. 59 წლის გოჩო, ზახარი კალაშოვის ერთ-ერთ უერთგულეს პირად ითვლება, რომელსაც დაპირისპირებული კლანების ურთიერთობაში, ზედმეტი აქტიურობა არ გამოუხატია და ყოველთვის ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა. თავის მხრივ ,,სვაბოდაზე“ გამოსული შაქრო კალაშოვი, ცდილობს გარემოცვა გოჩოს მაგვარი ,,კრიმინალური ავტორიტეტებით“ გააძლიეროს და კლანებს შორის დაპირისპირებას მათი დახმარებით დაუსვას წერტილი. აღნიშნული დასტურად, იანვრის შუა რიცხვებში, შაქროს ემისარის სტატუსით, გოჩოს სტამბულში ვიზიტი სახელდება, რომლის მსვლელობის დროსაც, გამოცდილი ,,ზაკონნიკი“ ასლან უსოიანის კლანთან დაპირისპირებული მხარის წარმომადგენლებს ,,როვშან ლენკორანსკის, კახა პარპალიას და ნიკა იზრაელსკის შეხვდა. ერთი შეხვედრით კონფლიქტი არ დასრულებულა, თუმცა მხარეები დიალოგის გამართვის აუცილებლობას ხაზზ უსვამენ და სამომავლოდ არსებული ,,ფორმატის“ შენარჩუნებაზე თანხმდებიან.