საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ბ2

კვირას 25 იანვარს საბერძნეთში რიგგარეშე საპარალემნტო არჩევნები დაიწყო. იუწყება სააგენტო Agence France-Presse. დილიდან მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 19 000 საარჩევნო უბანი გაიხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, საერთო ჯამში ხმის მიცემის უფლებით 10 მილიონამდე ამომარჩეველი სარგებლობს, რომლების საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას საღამოს 19 საათამდე შეეცდებიან. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის განცხადებით, ხმის მიცემის დასრულებიდან ორი საათის შემდეგ ცნობილი გახდება არჩევნების წინასწარი შედეგები. საბერძნეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მას შედეგ გადაწყდა, რაც ხალხის რჩეულებმა ვერ შეძლეს პრეზიდენტის არჩევა და კონსტიტუციის თანახმად, ხელისუფლებამ პარლამენტი დაითხოვა. გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე არჩევნებზე ფავორიტად მემარჯვენე რადიკალური პარტია ,,სირიზა“ითვლება, რომელიც მკაცრი ეკონომიკური პოლიტიკის წინააღდეგ გამოდის. პარტიის ლიდერები გამარჯვების შემთხვევაში, კრედიტორი ქვეყნებისაგან მრავალმილიარდიანი ვალის ნაწილის განულებას შეეცდებიან. პოლიტოლოგები საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვებას ვარაუდობენ. თუ გამარჯვებული პარტია დამოუკიდებლად ვერ შეძლებს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას, მაშინ საბერძნეთი ისე საარჩევნო გარემოთი იცხოვრებს.