რუსეთი სამხედრო ძალებს ამოწმებს

გ2

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ, კალინინგრადის ოლქის სამხედრო კონტინგენტის საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით, კომპლექსური სამხედრო სწავლების დაწყების ბრძანება გასცა. ინფორმაციას გენერალური შტაბის, ოპერატიული სამმართველოს მეთაურზე ანდრეი კარტაპალოვზე დაყრდნობით, სააგენტო «Интерфакс»-ი ავრცელებს. ,,ჩვენი ძალების არაგეგმიური შემოწმება 5დეკემბრიდან 10 დეკემბრამდე გნხორციელდა. სასწავლო ოპერაციის ფარგლებში ქვეყნის დასავლეთ ნაწილის სამხედრო დაჯგუფებების საბრძოლო შესაძლებლობები გადავამოწმეთ. საერთო ჯამში პროცესში 10 000 სამხედრო მოსამსახურე, 642 ერთეული სამხედრო ტექნიკა, სამხედრო თვითმფრინავები და ბალტიის ზღვის სამხედრო ფლოტი იყო ჩართული. ორი დღის განმავლობაში, სამხედრო საზღვაო ძალებმა, სამხედრო საჰაერო ფლოტის დახმარებით,რ ეგიონის ძალებს თავი ერთ წერტილში მოუყარა და ჩვენი უწყების დაქვემდებარებაში მყოფ ერთ-ერთ სამხედრო პოლიგონზე, ტაქტიკური გასროლის სწავლება დაიწყო. მობილიზებულ სამხედრო დაჯგუფებებს, ხმელეთიდან ანტი სარაკეტო საზენიტო კომპლექსები აზღვევდა, რომელთა ძირითად ამოცანას, სახელმწიფო, სტრატეგიული ობიექტების დაცვა წარმოადგენდა. კალინინგრადის ოლქის სამხედრო კონტინგენტის არაგეგმიური საბრძოლო შემოწმება დასრულებულია და საჯარისო ფორმირებები დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ“ – აცხადებს კარტაპალოვი.