რა მისწერა დავით ბაქრაძემ ბიძინა ივანიშვილს
რამდენიმე დღის წინ დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველო“ და ამ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. ყველაზე რეიტინგული ოპოზიციონერის ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. „ქართულ ოცნებაში“ კი დავით ბაქრაძის წამოსვლას რამდენიმე თვეა ელოდებიან.
როგორც „ქრონიკა+“-სთვის გახდა ცნობილი, დაახლოებით ორი თვის წინ დავით ბაქრაძემ ბიძინა ივანიშვილს მოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერა. სადაც საუბრობდა იმაზე, რომ მზადაა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი დატოვოს და ოლიგარქთან ითანამშრომლოს. ეს შეტყობინება მმართველი პარტიის წევრებში ხელიდან ხელში გადადიოდა და ბევრს აქვს წაკითხული.
აღსანიშნავია, რომ ბიძინა ივანიშვილს დავით ბაქრაძე ყოველთვის ესიმპატიურებოდა. 2013 წელს როცა ივანიშვილი პრემიერი და დავით ბაქრაძე საპარალმენტო უმცირესობის ლიდერი იყო, ისინი სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო სესიის მიმდინარეობისას შეხვდნენ ერთმანეთს. ამ შეხვედრის დეტალები თავად ყოფილმა პრემიერმა გაამხილა. ამბობდა, რომ კარგა ხანს არწმუნებდა ბაქრაძეს ნაციონალები უარეყო. მაშინ არაფერი გამოვიდა. 8 წლის შემდეგ ბაქრაძემ თავად შესთავაზა თანამშრომლობა. და რაკი მშობლიური პარტია მიატოვა, ეტყობა ივანიშვილისგან თანამშრომლობაზე თანხმობა მიიღო.
შორენა მარსაგიშვილი