რამზან კადიროვი: „გროზნოში ანტიტერორისტული ოპერაცია წარმატებით დასრულდა”

ggg

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის განცხადებით გროზნოში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. ,,მინდა საზოგადოებას ვამცნო, რომ გროზნოში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. სამართალდამცავების მიერ მოწოდებული მონაცემებით, ნაპოვნია ყველა ლიკვიდირებული ტერორისტის გვამი. აღნიშნული სიტუაცია საშუალებას მაძლევს, რესპუბლიკის დედაქალაქში კონტრტერორისტულის სიტუაცია გავაუქმო“ კადიროვის სიტყვების ციტირებას სააგენტო «Интерфакс»-ი აკეთებს. გვიან ღამით 4 დეკემბერს,შ ეიარაღებული ბანდიტები ჩეჩნეთის რესპუბლიკის დედაქალაქის შესასვლეთან პოლიციის საგუშაგოს თავს დაესხა, მოულოდნელი თავდასხმის შედეგად სამი პოლიციელი დაიღუპა. ტერირისტებმა თავი ქალაქის ცენტრში მდებარე პრესის სახლს შეაფარეს, სადაც მოხდა მათი ლიკვიდაცია, ორ ჯგუფად გაყოფილი ტერიროსტების ნაწილის განადგურება, მილიციის სპეცრაზმმა ერთ-ერთი სკოლის შენობაში შეღწევის მცდელობის დროს მოახერხა. ინციდენტის შედეგად ათი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 28 სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომელმა სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღო. რაც შეეხება ბანდ ფორმირებას, რესპუბლიკის მეთაურის მტკიცებით, ის სრულადაა ლიკვიდირებული.