პუტინმა პოროშენკოს, დონბასთან პირდაპირი დიალოგის დაწყება მოსთხოვა

წეე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან და უკრაინელ კოლეგასთან, პეტრო პოროშენკოსთან სატალეფონო საუბრის მსვლელობის დროს, პოროშენკოს დონბასთან პირდაპირი დიალოგის დაწყებისაკენ მოუწოდა. ინფორმაციას კრემლის სპეცსამსახური ავრცელებს. პუტინმა უკრაინელ კოლეგას მკაცრად მიუთითა, მინსკის შეთანხმების მშვიდობიანი გეგმის ყველა პუნქტი სიტყვა-სიტყვით შეასრულოს და რეგიონის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების საკითხი დროულად გადაწყვიტოს. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონსტიტუციური ნორმებით განსაზღვრის და უკრაინის ხელისუფლების მიერ, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობას. მისი თქმით, რეგიონში მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, პირდაპირ კავშირშია ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სასწრაფოდ დიალოგის დაწყებასთან. რაც შეეხება პოროშენკოს, უკრაინის პრეზიდენტმა პუტინს, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, უკანასკნელი დღეების მანძილზე, ცეცხლის გახსნის გახშირებული შემთხვევების გამო შესჩივლა.