პუტინმა ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციები გადასახადებისგან გაათავისუფლა

re4

როგორც კრემლის პრესსამსახური იუწყება, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ფედერაციის მასშტაბით, ბავშვებთან მომუშავე ორგანიზაციები საშემოსავლო გადასახადების გადახდისგან  გაათავისუფლა. ,,ფედერალური კანონით საგანმანათლებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ ანხორციელებენ ბავშვების მიმართ საგანმანათლებლო ღონისძიებებს და უვლიან მათ, საშემოსავლო გადასახადის სახით 0% დაეკისრებათ” – ნათქვამია განცხადებაში. როგორც ქვეყნის პრეზიდენტის პრესსასმახურში განმარტავენ, აღნიშნული კანონპოექტი სახელმწიფო დუმამ 24 მიიღო, ხოლო29 აპრილს ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.