პოროშენკო რუსეთს მოუწოდებს საზღვარი დაკეტოს
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რუსეთის ფედერაციას დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებიდან საკუთარი სამხედრო კონტინგენტის გაყვანას ურჩევს, რომელიც მისი თქმით, აღნიშნულ რეგიონში კონფლიქტის დაწყების დღიდან დგას. სააგენტო ,,Agence France-Press“ის გავრცელებული ინფორმაციით, პოროშენკომ აღნიშნული განცხადება ავსტრალიაში ვიზიტის მსვლელობის დროს გააკეთა. ,,ძალიან გთხოვთ შეწყვიტეთ ცეცხლი, ძალინ გთხოვთ შეაჩერეთ ომი დონბასში, ძალიან გთხოვთ გაიყვანეთ ჯარი ჩემი ქვეყნის ტერიტორიიდან“ ლამის, ავსტრალიის პრემიერის წინაშე მუხლებზე დაცემული გაიძახოდა პოროშენკო. ,,რუსეთის ფედერაციამ საზღვარი უნდა დაკეტოს და ქვეყანაში სულ რამოდენიმე კვირაში მშვიდობა დაისადგურებს. რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რეგიონში ამბოხებულები რეგულარულად იღებენ სხვადასხვა სახის დახმარებას, როგორც ფინანსურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბის მეთაურს ვალერი გერასიმოვს ის აცხადებს, ,,იმისათვის, რომ პოროშენკომ უცხოეთს ფული გამოსტყუოს მეთოდები უნდა დახვეწოს. უბრალოდ რუსეთის ფედერაციის მისამართით განხორციელებული ლანძღვა გინება, კარგი საშუალება გახდა დასავლეთისგან ფულის გამოძალვის. ჩვენ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში მხოლოდ ჰუმანიტარულ დახმარებას ვაგზავნით და ეს პარაშენკომ არაჩვეულებრივად იცის. სასაზღვრო ზოლზე ტვირთს უკრაინელი სამხედროები ამოწმებენ “. 9 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაიცა. დაპირისპირებული მხარეები მინსკის ფორმატის მოლაპარაკებების, მორიგი რაუნდის გამართვის მოლოდინშია. სავარაუდოდ შეხვედრა 12 დეკემბერს გაიმართება.