პოლონელი ტრანსსექსუალი დეპუტატი პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

sasas

ანა გროდსკა პირველი ტრანსსექსუალი ქალია პოლონეთში, რომელიც ეროვნული ანსამბლეის ქვედა პალატის წევრად აირჩიეს. როგორც პოლონური მედია იუწყება, ის პოლონეთის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. წერს პოლონური გამოცემა Newsweek Polska. თავად გროდსკა აცხადებს, რომ მის კანდიდატურას ,,მწვანეთა პარტია“ წარადგეს, რომლის წევრიც თავადაა. ჟურნალისტებთან საუბრის დროს, მომავალმა კანდიდატმა მხარდაჭერის იმედი გამოთქვა და მისი თქმით მას არც პოლიტიკური გარჩევების არ ეშინია, რადგან არჩევნებზე გადაწყვეტილებას ხალხი იღებს და არა პოლიტიკოსები. გროდსკა დეპუტატად 2011 წელს, სქესის შეცვლის შემდეგ აირჩიეს. ის უფლებადამცავი როგანიზაციის «Trans-Fuzja»-ს ფონდის დამაარსებელია. ორგანიზაცია პოლონეთში ტრანსსექსუალების ინტერესებს იცავს.