პეტრო პოროშენკო: „დონბასზე კონტროლს წლის ბოლომდე დავიბრუნებთ“

l.php

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ რუსეთთან სახელმწიფო საზღვრის და დონბასის რეგიონზე კონტროლს, მისი ხელისუფლება წლის ბოლომდე დაიბრუნებს, იუწყება სააგენტო РИА «Новости». ,,ეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტია. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გეგმაზომიერად მიმდინარეობს. ფაქტობრივად მინსკის შეთანხმების მე11-ე პუნქტი სრულადაა შესრულებული, დონბასს განსაკუთრებული სტატუსი მივანიჭეთ. ადგილობრივი ორგანოების თვითმმართველობის შესახებ კანონი დამტკიცებულია. ასე, რომ უკრაინა ნაკისრ ვალდებულებებს პირნათლად ასრულებს. რუსეთის ფედერაციამ, კეთილი უნდა ინებოს და ტერმინი წლის ბოლო, საქმედ  აქციოს. მე მიმაჩნია, რომ წლის ბოლოს ჩვენ რეგიონს სრულად გავაკონტროლებთ. რუსეთის ფედერაციამ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები სახლში უნდა გაიწვიოს და ორი ქვეყნის საზღვრის კონტროლი უკრაინელ ძალოვნებს უნდა გადააბაროს. როგორც კი მომხერხდება ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონზე, უკრაინის კონსტიტუციის იურისდიქციის აღდგენა, მე მჯერა, რომ ძმები საერთო ენას გამონახავენ. დონბასი ხომ ჩვენი სისხლის და ხორცის ნაწილია“ აცხადებს პრეზიდენტი პოროშენკო.