პენტაგონი: „დონბასში ამერიკელი სამხედროები არ იმყოფებიან“

ბოო889

ოფიციალური პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკელი სამხედროები დონბასში არ იმყოფებიან. როგორც სააგენტო  ТАСС-ი იუწყება, ამერიკის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აილინ ლეინეზის მტკიცებით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგშიც არ დგას. ,,ჩვენ ამერიკელი სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინისგან შორს, პოლონეთის საზღვართან, იავოროვეში გადავსხით. მათ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება არ ევალებათ, მათი მისია სამოსწავლო ხასიათს ატარებს და მთავარი ამოცანა უკრაინელი სამხედროების მომზადებაა. ბრალდება სასაცილოა და უბრალოდ ვალდებულნი ვართ მხოლოდ ერთხელ ვუპასუხოთ იმ პირებს, რომლებსაც დონბასში განვითრებული მოვლენებისაგან ჩვენი ყურადღების გადატანა სურთ. ასე რომ დაწყნარდით, დონბასში საომრად არ მოვსულვართ“ – აცხადებს ლეინეზი.