ოპოზიციის საპროტესტო აქცია ბათუმში
ბათუმში, ამ წუთებში, „თავისუფლების კვარტალში“ გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ოპოზიციონერი დეპუტატები განცხადების დაწერას აპირებენ. მათ ეს გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარის თქმის ნიშნად მიიღეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, აქციები „თავისუფლების კვარტალში“ გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღება შედეგი. მათივე თქმით, 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები არალეგიტიმურია და ისინი ამ ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ.
შეგახსენებთ: აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია ა. წ.-ის 31ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს. ადგილზე განთავსებულია კარვები, სადაც ოპოზიციის ლიდერები და მათი აქტივისტები 24 საათის განმავლობაში პროტესტის ნიშნად რჩებიან.
ხვიჩა მამულაძე