ოდესელმა ოლიგარქმა სააკაშვილის მიერ დანგრეული ღობის აღდგენა დაიწყო

l.php63

ოდესის პლაჟის გარშემო ღობეს, რომელიც რამოდენიმე დღის წინ მიხეილს სააკაშვილის ბრძანებით, ტრაქტორების მეშვეობით დაანგრიეს მეპატრონის ყოფილი სახალხო დეპუტატის, ოლიგარქი ვასილი ხმელნიცკის მითითებით, საამშნებლო კომპანიის მუშები ისევ აღადგენენ. როგორც ბლოგერი, ვინმე trassae95-იუწყება: ,,როგორც სჩანს,  ჯერჯერობით მუშები ღობის შემოვლებას ბეტონის კედლებით არ აპირებენ, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიას ისინი მავთულხლართებითა და ლითონის ბადურებით ამაგრებენ. ზღვის სანაპირომდე მისასვლელი გზა ისევ გახსნილია, მაგრამ მოსხლეობას პლაჟზე გადასასვლელად მავთულხლართების გადალახვა მოუწევს. მე გავესაუბრე მუშათა პერსონალს და ისინი ხელს ვინმე ,,უფროსისაკენ“ იშვერენ. რათქმაუნდა მუშები ,,უფროსში“ ოლიგარქს, ყოფილ სახალხო დეპუტატს ვასილ ხმელნიცკის გულისხმობენ. ოლიგარქის ,,პანსიონს“ სპეციალური დაცვის სახმსახური იცავს. 21 ივლისს ოდესის რეგიონის გუბერანტორმა მიხეილ სააკაშვილმა, ტრაქტორების გამოყენებით ზღვის სანაპირო ზოლის შემოღობილი ნაწილი დაანგრია, რომელიც ადგილობრივი ოლიგარქის, ყოფილი სახალხო დეპუტატის (პარტია რეგიონებიდან) ვასილი ხმელნიცის კუთვნილებაში მყოფი ვილის გარშემო იყო შემოვლებული. მიხეილ სააკაშვილი მომხდარით კმაყოფილებას ვერ მალავდა და ადგილობრივ მოსახლეობას პლაჟის დაბრუნება მიულოცა, თუმცა სააკაშვილის სიტყვებმა, ოდესელების აღფრთოვანება მაინცადამაინც ვერ გამოიწვია.