ოდესაში უკრაინული სიმბოლიკებით მოვაჭრე მაღაზია ააფეთქეს

pic_921dd84860f6e842b6e453d76c68bd6e

გვიან ღამით, 3 დეკემბერს, ქალაქ ოდესაში უკრაინული სიმბოლიკებით მოვაჭრე მაღაზია ,,პატრიოტი“ აფეთქეს. ექსპერტ კრიმინილისტების განცხადებით ,,უცნობმა პირებმა 300 გრამი ტროტილი ექვივალენტით გაჯერებული ასაფეთქებელი ნივთიერება, მაღაზიის ფასადზე მიამაგრეს. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო,რომ შენობას წინა მხარე და გვერდითი კედელი საერთოდ მოხსნა.აფეთქებამ მეზობელი საცხოვრებელი სახლების ფანჯრები და გარე განათებებიც დააზიანა. სავაჭრო ობიექტიდან რამოდენიმე მეტრში მდგარი ,,მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი, აფეთქების ტალღამ რამოდენიმე ათეულ მეტრზე გადააგდო. საბედნიეროდ ინციდენტის დროს შენობაში მყოფი მეპატრონე, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს“ – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. სამართალდამაცავები ცდილობენ სავაჭრო ობიექტის კედელზე დამონტაჟებული ვიდეოთვალის მეშვეობით, დამნაშავეების კვალზე გავიდნენ.