ობამა და ოლანდი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებაზე შეთანხდნენ

ეე

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და მისმა ფრანგმა კოლეგამ ფრანსუა ოლანდმა, მორიგი სატელეფონო საუბრის მსვლელობის დროს, უკრაინაში განვითარებული მოვლენები განიხილეს. როგორც თეთრი სახლი იუწყება, მხარეები რუსეთის ფედერაციის წინააღდეგ ეკონომიკური სანქციების შენარჩუნებაზე და უკრაინის ხელისუფლების დახმარების აუცილებლობაზე შეთანხდნენ. სატელეფონო საუბარი მხოლოდ უკრაინის თემას არ ეხებოდა და საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტი, საუბრის ერთ-ერთ ძირითად თემად იქცა. ბარაკ ობამამ, ფრანგ კოლეგას, აღნიშნულის გარშემო ნებისმიერი სახის დახმარების პირობა მისცა და ხაზგასმით აღნიშნა, თუ რა საფრთხეებს უქმნის ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს. ოლანდმა თავის მხრივ, შტატებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ერთგულების ფიცი კიდევ ერთხელ შეჰფიცა მსოფლიო ,,დემოკრატიის“ მამას. მოკლედ განმარტავენ თეთრ სახლში.