ნეპალის ხელისუფლებას ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების პოვნის იმედი აღარ აქვს

გი2

ნეპალის ხელისუფლებას, მიწისძვრის შემდეგ ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების პოვნის იმედი აღარ აქვს. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან  საქმეთა მინისტრის პრესმდივანზე, ლაკშმი პრასად დხაკალზე დაყრდნობით სააგენტო Agence France-Press-ი ავრცელებს. ჩინოვნიკმა საზოგადოებას შეახსენა, რომ ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა ,,ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ და მეგობარ სახელმწიფოებთან ერთად სტიქიის ზონაში, სამძებრო სამაშველო სამუშაოებს ვაგრძელებთ, თუმცა მომხდარი ტრაგედიიდან ერთი კვირა გავიდა და ცოცხლად გადარჩენილი ადამიანების პოვნის იმედი უბრალოდ აღარ გვაქვს” – აცხადებს ჩინოვნიკი. შეგახასენებთ, რომ სამძებრო ოპერაციაში 20 ქვეყნის სამაშველო სამსახური მონაწილეობს, რომლებიც აღჭურვილნი არიან ულტრათანამედროვე ტექნიკით, თუმცა მათი ძალისმხევის მიუხედავად, უკანასნკელი დღეების მანძილზე, ვერცერთი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანის პოვნა ვერ მოხერხდა. ნეპალის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიცილური მონაცემებით მიწისძვრამ 6 621 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 14 023 კი მძიმედ დაშავდა, 100-ზე მეტი პირია დაღუპული მეზობელ ინდოეთსა და ჩინეთში. რაც შეეხება ევროკავშირის მოქალაქეებს, უწყების მტკიცებით, უგზოუკვლოდ  დაკარგულად 1000-ზე მეტი ევროკავშირის მოქალაქე ითვლება.