„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ პარლამენტს სადებუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით მიმართა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით მიმართა.
ცესკო-ს მონაცემებით, მათ მეათე მოწვევის პარლამენტში 36 მანდატი აქვთ. სწორედ მათი უფლებამოსილების შეწყვეტას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ.
„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არ არის ოპოზიციური პარტიების ახირება, პოლიტიკური მიზნებისთვის განცხადებების წერა ან შანტაჟი. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ნების აღსრულება. საქართველოს მოქალაქეებს წაართვეს არჩევნები, ასევე საარჩევნო უფლება. ისინი პოზიციური პარტიებისგან, რომლებმაც ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღეს მოითხოვენ, არ შევიდნენ გაყალბებულ და ბიძინა ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტში. ამ ქვეყანას თუ აქვს ღირსება, ეს ღირსება პირველ რიგში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უნდა დავიცვათ. ამიტომ, ჩვენ ერთსულოვნად, პრაქტიკულად ყველამ ჩვენი ბლოკიდან დღეს შემოიტანა განცხადება და ველით უმრავლესობისგან შესაბამის გადაწყვეტილებას, რომ ისინი ჩვენს უფლებამოსილებას შეწყვეტენ და ერთპარტიულ პარლამენტში დარჩებიან, ან ამ პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მათივე საქმიანობით შეიქმნა, პოლიტიკური შეთანხმებით გადაწყვეტენ“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ნენე ინჯგია