ნატო ფინეთთან და შვედეთთან ერთად სამხედრო წვრთენბს გეგმავს
როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, ალიანსი ფინეთთან და შვედეთთან ერთად ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს გეგმავს. აღნიშნული განცხადება ნატოს გენმდივანმა ალიანსის წვერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე გააკეთა. ,,ჩვენ ვფიქრობთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ურთიერთობა ფინეთთან და შვედეთთან. წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ვსწავლობთ რეგიონის გეოგრაფიულ მდებარეობას. ფინეთი და შვედეთი ჩვენი პატრნიორი ქვეყნებია და ვალდებულნი ვართ, მათ თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაში, სწორი მიმართულება შევთავაზოთ“ – განაცხადა სტოლტენბერგმა.