მსახიობი მამუკა ლორია გარდაიცვალა

SONY DSC

რუსთაველის თეატრის მსახიობი მამუკა ლორია 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსთაველის თეატრში ადასტურებენ.

მამუკა ლორიამ 1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1985 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი იყო.

მსახიობი მამუკა ლორია, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ჯილდოს „ოქროს ნიღაბის“ ლაურეატი იყო.

გიორგი საკარული