მოძრაობა „შენთან ერთად“ „ამბასადორის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმართვას ავრცელებს
„მივმართავთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენს თანაქალაქელებსა და ყველა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომელთაც რაიმე ფორმით შეხება აქვთ ბათუმის ბულვარში მიმდინარე „ამბასადორის“ პროექტთან.
გაცნობებთ და ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბების გზით მოსული მოქმედი ხელისუფლება ძალაუფლების მიტაცებით აგრძელებს მავნებლობას. ამის ნათელი და აშკარა მაგალითია სწორედ ბულვარში 16-სართულიანი „ამბასადორის“ მშენებლობა ქალაქის მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ.
ამიტომ მივმართავ ოპოზიციურ პარტიებს: ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მათ შეაჩერონ ეს მშენებლობა და უზრუნველყონ მისი დეკონსტრუირება! ახლავე, უახლოეს ხანებში მოაწერონ ხელი შეთანხმებას.
სამომავლოდ ეს შეთანხმება გახდება გზავნილი ინვესტორისადმი, მისი ერთგვარი გაფრთხილება, რომ შეაჩეროს მშენებლობა და არ განახორციელოს ის, რათა შემდგომში თავიდან აირიდოს ფინანსური დანაკარგები“, – განაცხადა კახა მიქელაძემ.
ხვიჩა მამულაძე