მოსკოვის პოლიციამ ტაჯიკური ნარკო მაფიის წევრები დააკავა
მოსკოვის პოლიციამ ნარკორეალიზატორთა ტაჯიკური დაჯგუფების ბანდის წევრები დააკავა. ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა, დაკავებული პირების საცხოვრებელი ბინის სამზარეულო ოთახში 25 მილიონი რუბლის ღირებულების ავღანურ ჰეროინს მიაგნო. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ნარკოდილერები ნარკოტიკულ საშუალებებს ღიად, გადამალვის გარეშე ინახავდნენ. პოლიციამ შეძლო ნარკოტრანზიტის გადაკეტვა და ტაჯიკელ კოლეგებთან ერთად, არსებული ქსელის ლიკვიდაცია. დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკების უკანანო რეალიზება გადაზიდვის მუხლით წარედგინათ. მიმდინარეობს ნარკორეალიზატორთა დაჯგუფების სავარაუდო წევრების გამოვლენა.