მერკელი რუსეთს მკაცრი სანქციებით დაემუქრა
როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, ანგელა მერკელი „G7“ სამიტის მსვლელობის დროს, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა. ,,ჩვენ შევთანხმდით, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად გავამკაცრებთ. თუმცა მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ეს ჩვენ ძალიან არ გვსურს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ შეასრულებენ მხარეები მინსკში მიღწეული შეთანხმების პირობებს. მინდა ავღნიშნო, სანქციების მომაკვდინებელი პაკეტი მზადაა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები დაგვანახებენ, ჩავუშვათ თუ არა რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების ახალი პროექტი სარეალიზაციოდ” – განაცხადა მერკელმა.